აიზეა ტომასისთვის ბოლო ორი წელი საკმაოდ რთული გამოდგა. მისმა ოჯახმა 2017 წლის პლეი ოფების წინ ტომასის დის სიკვდილი გადაიტანა, შემდგომ კი მოულოდნელად ის „სელტიკსიდან“ „კლივლენდში“ გაცვალეს. „კავალიერსში“ ყოფნისას აიზეამ სეზონის პირველი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა. რეაბილიტაციის შემდეგ კი ჩვეული ფორმის აღდგენა ვერ შეძლო. ამის შემდეგ გამთამაშებელი „ლეიკერში“ “გადაისროლეს”, სადაც მან ძალიან ცოტა ხანი დაჰყო და მალევე „დენვერში“ გადავიდა.
მორიგი ტრავმის გამო, ტომასმა „დენვერის“ შემადგენლობაში გამოჩენა მხოლოდ ამჟამად მოახერხა. გაცდენილი პერიოდის შემდეგ აიზეა საუკეთესო ფორმაში არ არის, რის გამოც „ნაგეთსის“ თავკაცმა მაიკ მელოუნმა ის ძირითადი შემადგენლობიდან ჩამოაშორა. 30 წლის გამთამაშებელმა რამდენიმე დღის წინ სურვილი გამოთქვა თავის ყოფილ გუნდში დაბრუნების. თუმცა რამდენად რეალურია ეს ამბავი ცოტა რთული წარმოსადგენია, რადგან „ბოსტონის“ გეგმებში ახალი გამთამაშებელის გუნდში დამატება წესით არ უნდა შედიოდეს.
ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ „სელტიკსმა“ სათადარიგო გამთამაშებლის ტერი როზიერის გაცვლა მოინდომა.