აივენგო რიკაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
აივენგო რიკაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა მოჭიდავემ აივენგო რიკაძემ (82 კგ) ფინალში შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეშარტი დამაჯერებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

დღეს, ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ახალგაზრდა ქართველმა უზბეკი მუჰამადკოდირ იუსუფოვი დაამარცხა.

 

ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავა ჯონი ხეცურიანმაც (67კგ), მაგრამ სამწუხაროდ, რუს მოჭიდავესთან მიახდი იაკხიავთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალი იყო, რომელიც გუშინ ლერი აბულაძემ მოიპოვა.