აიტანა ბონმატი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ქალთა გუნდის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა, ესპანელმა აიტანა ბონმატიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე გააფორმა.
ESPN-ის ინფორმაციით, ბონმატი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი გახდა.
ზუსტი რიცხვი არ სახელდება, თუმცა აქამდე, „ბარსელონას“ ქალთა გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი ალესია პუტელიასს ჰქონდა, რომელიც კვირაში 15 000 ევროს, ყოველწლიურად კი – 800 ათას ევროს გამოიმუშავებდა.
გამოცემის ცნობით, „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებულის, 26 წლის ბონმატის წლიური ანაზღაურება დაახლოებით ერთი მილიონი ევრო იქნება.