„აინტრახტის“ დირექტორი – რონალდოს ჩვენც კი გვთავაზობდნენ #1TVSPORT

12:31, 22.12.2022

ფრანქფურტის „აინტრახტის“ დირექტორმა, აქსელ ჰელმანმა განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილე კლუბს შესთავაზეს.

„ჩვენ ის ასევე შემოგვთავაზეს. დიახ, ჩვენც კი გვთავაზობდნენ!“ – განაცხადა „აინტრახტის“ ხელმძღვანელმა DAZN-ის დოკუმენტურ ფილმში.

სეზონის პირველ ნაწილში რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, მაგრამ კლუბმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა ცნობილი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ.

მსგავსი