„აიაქსმა“, შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კონკურენტი დაიმატოს #1TVSPORT
„აიაქსმა“, შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კონკურენტი დაიმატოს #1TVSPORT

„ატლანტა იუნაიტედის“ შემტევი – ტიაგო ალმადა მზადაა, ახალი წლიდან ევროპაში ითამაშოს. „აიაქსში“, არგენტინელის ნაცვლად, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერმა უკვე ყოფილ მწვრთნელს, მორის სტეინსა და სპორტულ დირექტორს, სვენ მისლიტანტს შორის ურთიერთობა დაძაბა.

ნიდერლანდური გამოცემების ცნობით, შესაძლოა, „აიაქსმა“ 22 წლის არგენტინელის ტრანსფერზე მოლაპარაკება განაახლოს. ალმადა ამჟამად ამერიკულ „ატლანტა იუნაიტედში“ საბა ლობჟანიძის თანაგუნდელია და პლეი ოფის შეხვედრებს ატარებს.

„ჯერ მინდა, ამერიკაში სეზონი დავასრულო და დეკემბრის შემდეგ ვნახოთ, რა ვარიანტები მექნება. ჩემი ოცნება ევროპაში თამაშია და ვიმედოვნებ, რომ ამას მოვახერხებ“, – ეს თავად ტიაგო ალმადას სიტყვებია.

ამსტერდამის „აიაქსის“  ყოფილ მწვრთნელს, მორის სტეინს არგენტინელის დამატება სურდა, მაგრამ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლიტანტმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ამჯობინა.

საინტერესოა, რომ ალმადა შემტევი ნახევარმცველია, მიქაუტაძე კი ცენტრალური თავდამსხმელი და, რეალურად, ერთმანეთის კონკურენტები ვერ იქნებოდნენ, მაგრამ ფაქტია, არგენტინელის ნაცვლად გუნდში ქართველის მიყვანამ ამსტერდამელთა ყოფილი ხელმძღვანელების ურთიერთობა დაძაბა.