მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარის წესით არნემის „ვიტესში“ თამაშობს, შესაძლოა, კარიერა ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელოს.
ერედივიზიონში კარგი თამაშით, 20 წლის ნორვეგიელმა „აიაქსის“ ხელმძღვანელთა ყურადღება მიიპყრო და ისინი მზად არიან სკანდინავიელში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, ამგვარი სარფიანი შეთავაზების მიუხედავად, გაზეთი „მარკა“ ვარაუდობს, რომ „რეალი“ არ მოისურვებს ედეგორთან გამოთხოვებას.
ჰოლანდიის ჩემპიონატის 20 მატჩში ედეგორმა ხუთი გოლი გაიტანა, რასაც ოთხი შედეგიანი პასი დაუმატა. ის ერედივიზიონის ლიდერია შექმნილი მომენტების რაოდენობით.
„ვიტესს“ ნახევარმცველი ერთ წლით ჰყავს აყვანილი იჯარით.