„აიაქსმა“ დე ლიხტის ტრანსფერი დაადასტურა
„აიაქსმა“ დე ლიხტის ტრანსფერი დაადასტურა

ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა განაცხადა, რომ ცენტრალურ მცველ მატეის დე ლიხტის ტრანსფერი ტურინის „იუვენტუსში“ დასრულების სტადიაშია. ოვერმარსის სიტყვები მოჰყავს ჰოლანდიურ „ფუტბოლ ინტერნაციონალს“ (Voetbal International).

„ჩვენ უკვე განვიხილეთ „იუვენტუსში“ ჩვენი მცველის ტრანსფერი. ახლა ველოდებით ყველა საბანკო ოპერაციის დასრულებას. ვფიქრობ, ეს დროის საკითხია. ისინი გაუმკლავდებიან ამას, ეს ხომ დიადი კლუბია“, – თქვა ოვერმარსმა.

უფრო ადრე დაიწერა, რომ „იუვენტუსი“ დე ლიხტის სანაცვლოდ 67 მილიონ ევროს გადაიხდის.