„აიაქსისა“ და „ფეიენოორდის“ მატჩი ჩაიშალა - მიქაუტაძეს არ უთამაშია #1TVSPORT
„აიაქსისა“ და „ფეიენოორდის“ მატჩი ჩაიშალა - მიქაუტაძეს არ უთამაშია #1TVSPORT

ნიდერლანდების ერედივიზიონში კვლავ არ უთამაშია გიორგი მიქაუტაძეს, რომლის გუნდი, ამსტერდამის „აიაქსი“ „კროიფი არენაზე“ „ფეიენოორდთან“ დიდი ანგარიშით (0:3) მარცხდებოდა, მაგრამ გუნდებს 90 წუთის ჩატარება არ დასცალდათ.

საქართველოს ნაკრების თადამსხმელი სათადარიგოებში იყო და არც ამჯერად ათამაშეს. პრინციპულ მეტოქესთან ამტერდამელებმა პირველი ნახევარი სრულად ჩააგდეს, დაცვაში უხეშ შეცდომებს უშვებდნენ და სამი უპასუხო გოლი მიიღეს.

მატჩის გმირი „ფეიენოორდის“ მექსიკელი თავდამსხმელი სანტიაგო ხიმენესი იყო, რომელმაც მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, მე-18-ზე დუბლი შეასრულა, ხოლო 37-ე წუთზე შესრულებული ასისტით იგორ პაიშაოს გაატანინა და სტუმრებმა ტაიმი 0:3 მოიგეს.

თუმცა, მეორე ტაიმში თამაში საბოლოოდ შეჩერდა. ფოეიერვერკის გამო მატჩი სულ სამჯერ შეწყდა. ყველაფერი პირველ ტაიმში დაიწყო. შესვენებიდან ათი წუთის შემდეგ მოედანზე ფოიერვერკი მეორედ გაუშვეს და საბოლოოდ მატჩის დელეგატმა გადაწყვიტა, რომ თამაში აღარ გაეგრძელებინა.