„აიაქსის“ ყოფილი ნახევარმცველი: შეაგდე ანანიძე „ბარსელონაში“ და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა
„აიაქსის“ ყოფილი ნახევარმცველი: შეაგდე ანანიძე „ბარსელონაში“ და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა

ამსტერდამის „აიაქსის“, „ბეშიქთაშისა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ნახევარმცველმა არას ოზბილისმა გამოცემა „სპორტ24“-თან ჯანო ანანიძეზე ილაპარაკა. სომხეთის ნაკრების შემტევმა, რომელიც ახლა ერევნის „პიუნიკში“ ასპარეზობს, განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ ნახევარმცველს „ბარსელონას“ დონის პოტენციალი ჰქონდა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შეეძლო გამხდარიყო.

„ისეთი ტიპისა და ხარისხის ფეხბურთელს, როგორიც ჯანო ანანიძეა, გარკვეული პირობები და ფაქტორები სჭირდება, საკუთარი შესაძლებლობები სრულად რომ გამოამჟღავნოს. შეაგდეთ ანანიძე „ბარსელონაში“, რომელიც მას სტილითა და ფილოსოფიიით ერგება, და ჯანო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იქნებოდა. თავისი ტექნიკით, ჯანოს უფრო მაღალ დონეზე თავისუფლად შეეძლო ეთამაშა“ – ამბობს არას ოზბილისი.

სომხეთის ნაკრების 30 წლის გამოცდილი მოთამაშის თქმით, ჯანო ანანიძეს თავის გამოვლენის საშუალებას გუნდების სტილი არ აძლევდა: „ასეთი ნიჭის ადამიანი როდესაც ისეთ გუნდშია, რომელიც ბურთს იშვიათად ფლობს, უფრო საკუთარი კარის დაცვა უწევს და უპირატესობას ძალისმიერ სტილს ანიჭებს, ძნელია ყველა შენი საუკეთესო თვისება აჩვენო“.

ჯანო მოსკოვის „სპარტაკში“ 2009-2020 წლებში თამშოაშობდა და იჯარით ორჯერ წავიდა „როსტოვსა“ და სამარის „კრილია სოვეტოვში“. მოსკოველებთან ერთად ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის ჩემპიონობა 2016/2017 წლების სეზონში მოიპოვა, ხოლო ქვეყნის სუპერთასს 2017 წელს დაეუფლა.