„აიაქსის“ აღზრდილი „დინამოს“ ახალწვეული - ჩემი მთავარი მოტივი ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაა
სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნის შემდეგ „დინამო თბილისმა“ ორი მოთამაშე დაიმატა. ერთი მათგანი ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი ფაბიან სპორკსლეიდია.
27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის „აიაქსის“ აღზრდილია და კარიერაც ამ კლუბში დაიწყო. მცირე დროით „ვილემ II“- სა და „ლუპა კასტელიში“ ასპარეზობდა. რამდენიმე სეზონი „ბრედას“ და ბოლოს „ვალვაიკის“ ღირსებას იცავდა. ფეხბურთელსა და „დინამოს“ შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
„ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თბილისის „დინამო“ საქართველოში იგივეა, რაც ნიდერლანდებში – ამსტერდამის „აიაქსი“. ეს ისტორიული კლუბია. ამავე დროს, „დინამოში“ გადმოსვლისას ჩემთვის მთავარი მოტივი ის იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ. სხვათა შორის, გუნდს აქამდეა ვიცნობდი – ორი წლის წინ „ფეიენოორდთან“ „დინამოს“ თამაში ვნახე და გუნდზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „დინამო თბილისის“ ახალწვეულმა.