„აიაქსი“ ვან დერ საარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი მეუღლის განცხადებას ავრცელებს - ნიდერლანდელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება #1TVSPORT
„აიაქსი“ ვან დერ საარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი მეუღლის განცხადებას ავრცელებს - ნიდერლანდელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება #1TVSPORT

რამდენიმე დღის წინ თავის ტვინში სისხლის გაჟონვით ლეგენდარული ნიდერლანდელი მეკარე ედვინ ვან დერ საარი ხორვატიის საავადმყოფოში მოხვდა.

ვან დერ საარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი მეუღლის განცხადებას ამსტერდამის „აიაქსის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ედვინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის კომუნიკაბელურია. მოთმინებით უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მისი გამოჯანმრთელების პროცესი“, – განაცხადა ყოფილი ფეხბურთელის მეუღლემ.

ამჟამად 52 წლის ედვინ ვან დერ საარი ამსტერდამის „აიაქსის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. კარიერის მანძილზე მას „აიაქსში“, „იუვენტუსში“, „ფულემსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უთამაშია. ნიდერლანდელი ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია, ხოლო ორჯერ ევროპის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.