„აიაქსი“, „აეკი“ და „იანგ ბოიზი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ
„აიაქსი“, „აეკი“ და „იანგ ბოიზი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ

ევროპის სამ ქალაქში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. კიევში „აიაქსმა“ უგოლო ფრე 0:0 დააფიქსირა და ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, ვინაიდან პირველი შეხვედრა 3:1 დასრულდა ამსტერდამელთა გამარჯვებით.

„აეკმა“ საკუთარ კედლებში 1:1 ითამაშა უნგრეთის „ვიდეოტონთან“ და პირველ მატჩში სტუმრად 2:1 გამარჯვებით ჯგუფში მოხვდა, ხოლო „იანგ ბოიზმა“ სახლში ნათამაშები ფრის (1:1) მერე ზაგრებში მოულოდნელი გამარჯვება (2:1) მოიპოვა და შვეიცარიელებიც ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

პლეი-ოფის კიდევ სამი განმეორებითი შეხვედრა დღეს გაიმართება: ბერძნული „პაოკი“ ბენფიკას უმასპინძლებს, „პსვ“ „ბატეს“, ხოლო ავსტრიული „ზალცბურგი“ სერბულ „ცვერნა ზვეზდას“ შეხვდება.