აჰმად რაზმაზარი პარალიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
აჰმად რაზმაზარი პარალიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით დღეს პარაწოლჭიმში აჰმად რაზმაზარი (+80 კგ) გამოვიდა.

ქართველმა სპორტსმენმა სამი ცდიდან ორი გამოიყენა და ასპარეზობა 198 კგ-ით მეხუთე ადგილზე დაასრულა.

პირველ ადგილზე კი ირანელი პარაწოლჭიმელი გავიდა. მან 234 კგ-ის აწევა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალი უკვე არის, რომელიც ჩვენს გუნდს ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოუპოვა.

ხვალ პარალიმპიურ თამაშებზე პარაფარიკაობაში ჩვენი ნაკრები გუნდურ პირველობში (რაპირა) იასპარეზებს, ხოლო პარაძიუდოში რევაზ ჩიკოიძე (+100) და ინა ქალდანი (+70) შეეცდებიან მედელბის მოპოვებას.