„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა სერხიო აგუერომ „უიგანთან“ ინგლისის თასის მერვედფინალის დასრულების შემდეგ, მეტოქე გუნდის ერთ-ერთ გულშემატკივართან იჩხუბა და მას სახეში ხელი გაარტყა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც „უიგანის“ ფანები მინდორზე გამოვარდნენ და პრემიერლიგის ლიდერზე გამარჯვების აღნიშვნა დაიწყეს.
არგენტინელს ამგვარი საქციელისთვის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის თასი პირველი ტურნირია ამ სეზონში, რომელშიც „სიტიმ“ ბრძოლა შეწყვიტა. გუნდი ლიდერობს ჩემპიონატში, გასულია ინგლისის ლიგის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.