„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო მზად არის ზაფხულში „ბარსელონაში“ გადავიდეს.
გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, ფეხბურთელმა თავისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აცნობა, რომ კატალონელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
აგუერო „ბარსელონაში“ უფასოდ გადავა, რადგან ზაფხულში „სიტისთან“ კონტრაქტი უმთავრდება.
ამ სეზონში მან პრემიერლიგაში ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.