აგუერომ 150 გოლი 217 მატჩში გაიტანა და მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩა
აგუერომ 150 გოლი 217 მატჩში გაიტანა და მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩა

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს, სერხიო აგუეროს პრემიერლიგის მე-11 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატში, 150 გოლი დაუგროვდა.

როგორც პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი წერს, 30 წლის არგენტინელი მეცხრე ფეხბურთელი გახდა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, ვისაც 150 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ეს ალან შირერმა, უეინ რუნიმ, ენდი კოულმა, ფრენკ ლემპარდმა, ტიერი ანრიმ, რობი ფაულერმა, ჯერმეინ დეფომ და მაიკლ ოუენმა შეძლეს.

აგუეროს ამ ზღვარის მისაღწევად 217 მატჩი დასჭირდა. უფრო სწრაფად 150 გოლი ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ ალან შირერმა გაიტანა – 212 მატჩში.

მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ 14 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. სერხიო აგუერომ 10 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.