ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი ოთხშაბათს გაგრძელდება და პირველივე მატჩი ინგლისური დერბი გველის: “ლივერპული” საკუთარ მოედანზე პრემიერლიგის ლიდერ “მანჩესტერ სიტის” მიიღებს.
პეპ გვარდიოლას გუნდს ამ მატჩში სერხიო აგუერო არ ეყოლება. არგენტინელმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და “სიტის” ლივერპულში საერთოდ არ გაყოლია. ამ მიზეზითვე გამოტოვა აგუერომ არგენტინის ამხანაგური მატჩები იტალიისა და ესპანეთის წინააღმდეგ.
სერხიო აგუერომ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
შეხვედრა “ენფილდზე” თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და მას I არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ.