აგუერო „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს მხოლოდ ერთი პირობით გამართავს
აგუერო „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს მხოლოდ ერთი პირობით გამართავს

სერხიო აგუერო, შესაძლოა, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს. არგენტინელი ფორვარდი „ბარსელონაში“ გადასვლას განიხილავს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია ერთი პირობა, რომლის გარეშეც ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებებს არ გამართავს.

აგუერო ლიონელ მესის კარგი მეგობარია და „მარკას“ ცნობით, მისი კატალონიურ კლუბში გადაბარგება სწორედ „ბარსას“ ათიანის დარჩენაზეა დამოკიდებული.

რთულია იმის წარმოდგენა, რომ სერხიო „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს, მაგრამ როგორც Cadena SER იუწყება, მხარეები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ.

გარკვეული ეჭვები არსებობს აგუეროს ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან მან გასულ წელს ტრავმა მიიღო და არაერთი მატჩის გამოტოვება მოუწია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, „ბარსელონას“ მაინც სურს მისი გადაბირება.