„სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო კონტრაქტს „ბარსელონასთან“ გააფორმებს, – იუწყება Sport.es.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და პირველი ივნისიდან აგუერო ოფიციალურად გახდება კატალონიური გრანდის წევრი, ხელშეკრულება კი ორი წლით გაფორმდება.
აღნიშნავენ, რომ აგუერო დათანხმდა ანაზღაურების შემცირებას, რათა საშუალება ჰქონდეს, რომ ლიონელ მესისთან ერთად ითამაშოს.
29 მარტს „სიტის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისური კლუბი აგუეროსთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებდა.
მიმდინარე სეონში 32 წლის სერხიო აგუერომ ინგლისის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.