აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „მაიამი“ დაწინაურდა (ვიდეო)
ორლანდოში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი შედგა. „ბოსტონი“ „მაიამის“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ „ჰიტმა“ მატჩი 3 ქულის სხვაობით 117:114 მოიგო.
ერიკ სპოელსტრას გუნდში ყველაზე შედეგიანი 29 ქულით გორან დრაგიჩი გამოდგა. ტაილერ ჰეროს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა (12 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი), ჯეი კრაუდერმა 22 ქულა მიითვალა. 20 ქულა დააგროვა ჯიმი ბატლერმა.
ბოსტონელთა შორის 30 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გამოდგა. 26 ქულა მიითვალა მარკუს სმარტმა. 19 ქულით დაასრულა მატჩი კემბა ვოკერმა.
მომდევნო შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 18 სექტმბერს გაიმართება.