აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა
7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავი შესრულდა.
ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ შორის სპორტულიც. სამშვიდობო მარათონისა და ამერიკულ ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრის შემდეგ აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ალპინიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. საღამო ოლიმპიურ კომიტეტში შედგა და მას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
ამავე დროს, მოეწყო ალპინიადისადმი მიძღვნილი ვიდეო კლიპების პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის – „ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების რუხის შეხვედრების ექო“ ჩვენება, რომლის რეჟისორიც ენემეო სიდიანი გახლავთ.