აღმასკომი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებს დაამტკიცებს #1TVSPORT
23 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ეს პირველი აღმასკომია ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის შემდეგ, რომელიც 4 თებერვალს გაიმართა. ამჯერად დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში ერთ-ერთი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების დამტკიცება იქნება.
ამას გარდა, აღმასკომი განიხილავს სფფ-ის 2023 წლის საშეჯიბრო დებულებას და უეფა-ს კლუბების ლიცენზირების დებულებებში შესულ შესწორებებს. ამას გარდა, ე.წ „3/2/1 სეზონის წესთან“ დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების პროცედურაში ცვლილებიც განიხილება.
ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა განიხილება და სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის წევრებს დაამტკიცებენ.