აგენტმა ნიკოს ვარლასმა თორნიკე შენგელიას მიერ ცსკა-ს დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
აგენტმა ნიკოს ვარლასმა თორნიკე შენგელიას მიერ ცსკა-ს დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა #1TVSPORT

ცნობილი საკალათბურთო გამოცემა „ბასკეტნიუსი“ გამოეხმაურა თორნიკე შენგელიას რუსეთიდან ესპანეთში ჩასვლის საკითხს.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის გუნდის, ცსკა-ს დატოვება გადაწყვიტა, წერს გამოცემა Commersant.ge.

კალათბურთელის აგენტი ნიკოს ვარლასი უარყოფს ხმებს კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ:

„თოკო შენგელიას ცსკა-ს დატოვების შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. ამ ეტაპზე ის ორიენტირებულია საკუთარ ოჯახზე. თავის მომავალთან დაკავშირებით ის, პირველ რიგში, უნდა დაელაპარაკოს ცსკა-ს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 2020 წელს სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვის ცსკა-სთან. იგი ამ სეზონში ევროლიგის 15 მატჩში საშუალოდ 12.7 ქულას, 4.7 მოხსნასა და 2.5 პასს აგროვებს.

პარასკევს მან „ფეისბუქის“ გვერდზე ავატარად დააყენა უკრაინის დროშა და დაწერა: „ვლოცულობთ უკრაინისთვის, გაძლიერდით!“