აფრიკაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
აფრიკაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ჩაატარა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა. ფიფა-ს შემადგენლობაში შემავალი 54 აფრიკული ქვეყანა ცხრა ექვსგუნდიან ჯგუფად დაიყო. ისინი ორ წრედ ითამაშებენ.

წილისყრის შედეგები:

A ჯგუფი – ეგვიპტე, ბურკინა-ფასო, გვინეა-ბისაუ, სიერა-ლეონე, ეთიოპია, ჯიბუტი;

B ჯგუფი –  სენეგალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მავრიტანია, ტოგო, სუდანი, სამხრეთ სუდანი;

C ჯგუფი –  ნიგერია, სამხრეთ აფრიკა, ბენინი, ზიმბაბვე, რუანდა, ლესოტო;

D ჯგუფი – კამერუნი, კაბო ვერდე, ანგოლა, ლიბია, ესვატინი, მავრიკი;

E ჯგუფი – მაროკო, ზამბია, კონგო, ტანზანია, ნიგერი, ერითრეა;

F ჯგუფი – კოტ დ’ივუარი, გაბონი, კენია, გამბია, ბურუნდი, სეიშელი;

G ჯგუფი – ალჟირი, გვინეა, უგანდა, მოზამბიკი, ბოტსვანა, სომალი;

H ჯგუფი – ტუნისი, ეკვატორული გვინეა, ნამიბია, მალავი, ლიბერია, სან ტომე და პრინსიპი;

I ჯგუფი – მალი, განა, მადაგასკარი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კომორის კუნძულები, ჩადი.

თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი ითამაშებს ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში, სადაც ასევე მოხვდებიან ორი გუნდი კონკაკაფ-ის ზონიდან და თითო გუნდი სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან და ოკეანეთიდან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში პირველად ითამაშებს 48 გუნდი.