აფრასიძემ "მონპელიე" ერთი ლელოს გაშვებისგან იხსნა, თუმცა მარცხს ვერ გადაარჩინა
ევროპის ჩემპიონთა თასზე რაგბიში მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. ინგლისის ჩემპიონის ექსეტერ “ჩიფსის” წინააღმდეგ თამაშში, ფრანგული “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში გელა აფრასიძემ 70 წუთის განმავლობაში ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კოტე მიქაუტაძე და მიხეილ ნარიაშვილი, რომლებიც ვერნ კოტერმა მეორე ტაიმში შეცვალა.
ფრანგულმა კლუბმა ექვსი ლელო გაუშვა თავად მხოლოდ ერთი დადო და შეხვედრა 41:10 დათმო.
62 წუთზე 19 წლის ქართველმა მორაგბემ თავისი კლუბი ლელოს გაშვებას გადაარჩინა, როდესაც მეტოქეს ბურთის დამოწმების საშუალება არ მისცა.
“ჩიფსმა” ამ გამარჯვებით 14 სატურნირო ქულა დააგროვა, “მონპელიეს” გადაასწრო და მხოლოდ ირლანდიულ “ლენსტერს” ჩამორჩება.