ადვოკატის ინფორმაციით, ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი დაუზუსტდა და მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან

19:07, 23.07.2019

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მისმა ადვოკატმა, გილერი ენდელაძემ განუცხადა.

სოფელ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ერთია ამოღებული.

საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში 25 ივლისს გაიმართება.

მსგავსი