ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, „ლეიკერსს“ უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
„ი ეს პი ენის“ (ESPN) ჟურნალისტზე დაყრდნობით, „ლეიკერსს“ უკვე ახალი თავკაცი ჰყავს. ადრიან ვოჟნაროვკის მტკიცებით ლოს ანეჯელესურმა გუნდმა თითქმის დაასრულა მოლაპარაკება „ინდიანასა“ და „ორლანდოს“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ფრენკ ფოგელთან. გავრცელებული ინფორმაციით, ფოგელმა „ლეიკერსის“ ხელმძღვანელობასთან პირველი შეხვედრის დროს კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ფოგელის გარდა „ლეიკერსში“ ტაირონ ლუს და მონტი ვილიამსის კანდიდატურები აქტიურად განიხილებოდა. როგორც ირკვევა, ფრენკ ფოგელს სამწვრთნელო შტაბში ჯეისონ კიდის აყვანაც სურს, რაზეც თავად კიდი თანახმაა. „ინდიანაში“ მუშაობის პერიოდში 45 წლის სპეციალისტმა „პეისერსთან“ ერთად 304 მატჩი მოიგო, 291 კი წააგო.