ადი ჰიუტერი „მონაკოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
ადი ჰიუტერი „მონაკოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

„მონაკოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, – იუწყება ფრანგული კლუბის პრესსამსახური. გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის ავსტრიელ სპეციალისტთნ, ადი ჰიუტერთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

2021/22 წლების სეზონში ადი ჰიუტერი მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ წვრთნიდა. მანამდე უმუშავია „აინტრახტში“, „იანგ ბოიზსა“ და „ზალცბურგში“

გასულ სეზონში „მონაკომ“ საფრანგეთის ჩემპიონატში 65 ქულა დააგროვა, მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა.