ადესანია მომდევნო ბრძოლას პაულო კოსტას წინააღმდეგ გამართავს (ვიდეო)
ისრაელ ადესანიამ UFC 248-ზე საკუთარი ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად დაიცვა. ნიგერიელის მეტოქე კუბელი იოელ რომერო იყო. ორთაბრძოლა საკმაოდ უინტერესოდ წარიმართა და გულშემატკივართა უკმაყოფილებაც კი გამოიწვია. საბოლოოდ მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ადესანიას გამარჯვება დააფიქსირეს.
ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე როგორც ისრაელს, ასევე ორგანიზაციის პრეზიდენტ დანა ვაიტს ჟურნალისტები არ არ ასვენებდნენ კითხვით თუ ვინ იქნება ჩემპიონის მომდევნო მეტოქე.
„მომდევნო ბრძოლას პაულო კოსტას წინააღმდეგ გავმართავ და მერწმუნეთ ოქტაგონზე ძალიან კარგ დროს გავატარებ. ის ძალიან ემოციურია და უკვე დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს, თუ როგორ წარიმართება ჩვენი ბრძოლა. მე მას ნოკაუტში გავუშვებ. მოუთმენლად ველოდები, როდის მომეცემა ამის საშუალება. რომეროს ბრძოლისგან განსვავებით არ მგონია, რომ კოსტა ყრუ დაცვაში ჩადგეს. ვფიქრობ ის შეტევას შეეცდება. ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია“. – განაცვხადა ადესანიამ.