„მაიამიმ“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სერიას ინტრიგა დაუბრუნა. „ჰიტმა“ მესამე მატჩი ბამ ადებაიოსა და გორან დრაგიჩის გარეშე დამაჯერებლად მოიგო და სხვაობა მინიმუმადე შეამცირა (2-1)
ჯიმი ბატლერმა 40 ქულასთან ერთად სამმაგი დუბლი შეასრულა და ერიკ სპოელსტრას გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.
ადებაიოსა და დრაგიჩის ტრავმებთან დაკავშირებით გარკვეული სიახლეებია. იმის მიუხედავად, რომ თავად ადებაიო თავს უკეთ გრძნობს და მოედანზე გასასვლელად მზად არის, ექიმები მისი თამაშის საკითხს უშუალოდ მატჩამდე გადაწყვეტენ. რაც შეეხება დრაგიჩს, სლოვენიელი, დიდი ალბათობით, აუცილებლად გამოტოვებს სერიის მეოთხე შეხვედრას.