ადამა ტრაორე „ლივერპულის“ მთავარი სამიზნეა
ადამა ტრაორე „ლივერპულის“ მთავარი სამიზნეა

ინგლისური „ვულვერჰემპტონის“ ესპანელი ფორვარდი ადამა ტრაორე „ლივერპულის“ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „სანი“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, „ბარსელონას“ 24 წლის აღსაზრდელის გადაბირებით პირადად მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია დაინტერესებული. იტყობინებიან ასევე, რომ „ვულვერჰემპტონი“ ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგის მიღებას გეგმავს.

ადამა ტრაორემ მიმდინარე სეზონში 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვსი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან 2023 წლამდეა ძალაში.