ადამ სილვერის განცხადებით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განახლების კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი, ისევე როგორც სხვა ლიგები გაურკვეველი დროით არის გადადებული. მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის.
NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა მედიასთან შეხვედრა გამართა. სილვერის თქმით სეზონის განახლების კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ვითარება პანდემიასთან მიმართებაში ძალიან გართულებულია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სილვერმა ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, ლიგის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი კონკრეტულ იზოლირებულ ლოკაციაზე დაასრულოს. მოთამაშეები 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებენ სამწვრთნელო პროცესში ჩართვას და მატჩებში მონაწილეობას, თუმცა სილვერმა ასევე ისიც არ გამორიცხა, რომ სეზონი საერთოდ არ ჩატარდეს.