ადამ სილვერი - დიდია ალბათობა, რომ სეზონი წელს საერთოდ ვერ ჩავატაროთ (ვიდეო)

კორონავირუსის საფრთხის გამო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ, ისევე როგორც სხვა სპორტულმა ლიგებმა სეზონი გაურკვეველი ვადიტ შეწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „იუტას“ ფრანგ კალათბურთელ რუდი როგებრს ახალი კორონავირუსი დაუდგინეს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომისარი ადამ სილვერი გუშინ სტუმრად ტელეკომპანია ТNT-ში იმყოფებოდა.

„ასპარეზობა მინიმუმ 30 დღით შევაჩერეთ. ჯერჯერობით იმდენად ცოტა ინფორმაცია გვაქვს ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, რომ დანამდვილად ვერაფერს გეტყვით. დიდია ალბათობა იმისა, რომ 2019-20 წლების სეზონი ვერ დავასრულოთ“, – განაცახადა ადამ სილვერმა.