ბათუმის „დინამო“ აჭარულ დერბიში ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 3:1.
„შუქურა“ – ბათუმის „დინამო“ 1:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (38. ბაგრატიონის პასით), 1:1 ც. ფაცაცია (53. პენალტი), 1:2 ზარია (68. მამუჩაშვილის პასით), 1:3 თ. კაპანაძე (82. ღუდუშაურის გადაცემით)
მართალია, შეხვედრა ბათუმელთა ანგისას ბაზაზე გაიმართა, მაგრამ ნომინალურად მასპინძელი ქობულეთის „შუქურა“ იყო, რომელიც „ჩელე არენის“ რეკონსტრუქციის გამო დროებით საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობს.
ბათუმელებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნეს. მუხრან ბაგრატიონის გადაცემის შემდეგ ჯოვინო ფლამარიონი სამ მცველს შორის გაძვრა და „დინამო“ ეფექტური გოლით დააწინაურა.
ქობულეთელებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ცოტნე ფაცაციას შესრულებული პენალტით აღადგინეს. თუმცა, ბათუმელები ხელახლა გიორგი ზარიამ დააწინაურა, მატჩის მუწირულს კი საბოლოო ანგარიში თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა – 1:3 ბათუმელთა სასარგებლოდ.
ათი ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 24 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და უპირატესობა გაზარდა „დინამო თბილისთან“ (20), ქობულეთის „შუქურა“ კი (6) მერვე პოზიციაზეა.