აჭარულ დერბიში წიტაიშვილმა ჰეთთრიკი შეასრულა - ბათუმის „დინამომ“ „შუქურას“ სამი პენალტი გაუტანა #1TVSPORT
აჭარულ დერბიში წიტაიშვილმა ჰეთთრიკი შეასრულა - ბათუმის „დინამომ“ „შუქურას“ სამი პენალტი გაუტანა #1TVSPORT

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეოთხე წრე ანგისას ბაზაზე გამართული მატჩით დაიწყო – აჭარულ დერბიში ქობულეთის „შუქურამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:6.

ბათუმის „დინამომ“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მე-14 წუთზე გიორგი ზარიამ პენალტით გახსნა. 10 წუთში „შუქურას“ კარში მეორე პენალტი დაინიშნა, ამჯერად გიორგი წიტაიშვილმა დაარტყა, რომელმაც 34-ე და 41-ე წუთებზე კიდევ ორი ბურთი გაიტანა და ტაიმის ბოლომდე ჰეთთრიკი შეასრულა. ერთი გოლიც პაატა ღუდუშაურის (31) ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში ბათუმელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს და ისიც პენალტით – 69-ე წუთზე ბათუმელთა დანიელმა ლეგიონერმა, ალექსანდერ იაკობსენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:0.

ბათუმის „დინამომ“ 62 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ (რომელიც თავის მატჩს გორის „დილასთან“ 3 ოქტომბერს ჩაატარებს) 10 ქულით გაასწრო. ქობულეთის „შუქურა“ კი სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე უახლოეს კონურენტს, „გაგრას“ 14 ქულით ჩამორჩება და ეროვნულ ლიგაში დარჩენის მცირე შანსი დარჩა.