აჭარის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველი ვიდეოს გავრცელებაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველი ვიდეოს გავრცელებაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა

​ოპოზიციის მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველი ვიდეოს გავრცელების ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ამის შესახებ განცხადება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა გააკეთა. თუმცა, მისივე თქმით, ვაშაყმაძის განცხადება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

„ასლან ვაშაყმაძის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. სავარაუდოდ სხვა განყოფილებაში დაიწყება, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ განცხადება დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს“, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.