აჭარის მთავრობის მეთაურმა ბათუმის „დინამოს“ მადლობის სიგელი გადასცა #1TVSPORT
აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელები მიიღო და ისტორიული სპორტული მიღწევებისა და მოპოვებული ჩემპიონობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის ადმინისტრაციაში ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფეხბურთელებს სპორტული მიღწევებისა და მოპოვებული ჩემპიონობისთვის მადლობის სიგელი გადასცა“, – წერია აჭარის მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო წლების განმავლობაში გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია, დაბრუნდა ეროვნულ ლიგაში, 2021 წელს ბათუმის „დინამო“ პირველად გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი. ასევე, 2022 წლის 20 თებერვალს სუპერთასს დაეუფლა.
აჭარაში აქტიურად გრძელდება სპორტის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ (ACES Europe) ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო.