აბულაძის ვერცხლის და ზოიძის ბრინჯაოს მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, 21 წლის ლერი აბულაძემ (63კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ირანელ დალხანს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:5 დამარცხდა.
რამაზ ზოიძემ (67კგ) კი აზერბაიჯანელი საფაროვი შეხვედრის პირველ ნახევარშივე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ლაშა გობაძეც.
მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში აბულაძის ვერცხლის გარდა კიდევ ორი მედალია. ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ.