აბულაძე და ზოიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავები ლერი აბულაძე (63კგ) და რამაზ ზოიძე (67კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ნახევაფინალში იასპარეზებენ.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი მესამე ფალავანი ლაშა გობაძე (87კგ) მეოთხედფინალში სერბეთის სახელით მოაპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან დამარცხდა და მეტოქის ფინალში გასვლის შემთხვევაში რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.

დღევანდელი წონების ნახევარფინალები 19:00 საათზე დაიწყება. დღესვე ფინალურ ბლოკში, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, ბრინჯაოს მედლისთვის მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია იბრძოლებს. ასევე მესამე ადგილის შანსს ინარჩუნებდნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60კგ) და გიორგი მელია (97კგ), მაგრამ სამწუხაროდ ორივე მათაგნი რეპეშაჟში დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულეს.