აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, ზოიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ლერი აბულაძე (63კგ) და რამაზ ზოიძე (67კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ასპარეზობდნენ.
აბულაძემ ბრწყინვალედ იჭიდავა, ძლიერი უნგრელი მოჭიდავე 7:1 დაამარცხა და ხვალ ფინალში ირანელ სპორტსმენს შეხვდება.
დასანანი მარცხი განიცადა რამაზ ზოიძემ, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე 6:2 იგებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. რამაზი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი მესამე ფალავანი ლაშა გობაძე (87კგ) მეოთხედფინალში სერბეთის სახელით მოაპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან დამარცხდა და მეტოქის ფინალში გასვლის შემთხვევაში რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.
დღეს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია იბრძოლებს. ასევე მესამე ადგილის შანსს ინარჩუნებდნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60კგ) და გიორგი მელია (97კგ), მაგრამ ორივე მათაგნი რეპეშაჟში დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.