აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა (UFC) გამოაქვეყნა თავის მებრძოლთა განახლებული რეიტინგი.

მოხდა ცვლილება ტოპ-სამეულში – რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ადგილი გაუცვალა ამერიკელ ჯონ ჯონსს და მეორე ადგილზე გადავიდა. ნურმადგომედოვის უახლოესმა მეტოქემ დასტინ პორიემ (მათი ბრძოლა 7 სექტემბერს გაიმართება) ორი ადგილი მოიგო.

რეიტინგს კვლავინდებურად სათავეში უდგას ამერიკელი დანიელ კორმიე.

UFC-ის საერთო რეიტინგის ტოპ-ათეული:

1. დანიელ კორმიე (აშშ)

2. ხაბიბ ნურმაგომედოვი (რუსეთი)

3. ჯონ ჯონსი (აშშ)

4. ჰენრი სეხუდო (აშშ)

5. ამანდა ნუნიესი (ბრაზილია)

6. მაქს ჰოლოუეი (აშშ)

7. კამარუ უსმანი (აშშ)

8. დასტინ პორიე (აშშ)

9. სტიპე მიოჩიჩი (აშშ)

10. რობერტ უიტაკერი (ავსტრალია)