აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის სამ ღონისძიებას მაისში ჯექსონვილის არენა უმასპინძლებს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ხელმძღვანელობა როგორც ჩანს, დანაპირებს შეასრულებს და სპორტის გულშემატკივარს პირველი დაუბრუნდება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაისში ფლორიდაში მინიმუმ სამი ქარდი ჩატარდება. პირველი ღონისძიება კი 9 მაისს UFC 249-ის ეგიდით გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ადასტურებს.
დანა ვაიტის განცხადებით, ბრძოლები 13 და 16 მაისსაც შედგება. სამივე ღონისძიებას ჯექსონვილის „ვაისტარ ვეტერანს მემორიალ არენა“ უმასპინძლებს.
„მათ სურთ ბრძოლა. ხალხს სურს ბრძოლების ხილვა. ჩვენ სამ ქარდს ერთი კვირის ინტერვალში ჩავატარებთ. ეს პირველად ხდება. მებრძოლებს, რომლებსაც ბრძოლა სურთ, აუცილებლად მიიღებენ კონტრაქტს“, – განაცხადა ვაიტმა ESPN-თან ინსტაგრამ ლაივის დროს.
UFC 249-ის მთავარი ბრძოლა მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულისთვის შედგება. ტონი ფერგიუსონი (25-3) ჯასტინ გეტჯის (21-2) დაუპირისპირდება. 9 მაისის ღონისძიებაზე, დანას თქმით, 10 ბრძოლა უკვე შეთანხმებულია. კიდევ ერთი სატიტულო დაპირისპირება ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (bantamweight) ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსა (15-2) და დომინიკ კრუზს (22-2) შორის გაიმართება.
„სპორტი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ასეთ მძიმე დროს შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის შვებისა და სიხარულის მომტანი გამოდგეს“ – აცხადებს ვაიტი
ვაიტმა აღნიშნა, რომ ბრძოლები 23 მაისსაც გაიმართება, თუმცა ამ ქარდის ლოკაცია და დეტალები მას არ გაუხმაურებია. 9 მაისის ღონისძიება კი სრულად ასე გამოიყურება
UFC 249
მთავარი ბრძოლა – ტონი ფერგიუსონი ვს ჯასტინ გეტჯი
პრე-მთავარი ბრძოლა – ჰენრი სეხუდო ვს დომინიკ კრუზი
ფრენსის ნგანუ ვს ჯაირზინიო როზენსტრუიკი
ჯერემი სტეფენსი ვს კელვინ კატარი
გრეგ ჰარდი ვს იორგან დე კასტრო
პრელიმები
დონალდ სერონე ვს ენტონი პეტისი
ფაბრიციო ვერდუმი ვს ალექსეი ოლენიკი
კარლა ესპარზა ვს მიშელ ვოტერსონი
რონალდ ჟაკარე სოუზა ვს ურაია ჰოლი
ვისენტე ლუკე ვს ნიკო პრაისი
ბრაის მიჩელი ვს ჩარლს როსა
რაიან სპანი ვს სემ ალვეი