აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლმა ლიმან გუდმა კორონავირუსი დაამარცხა
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლ ლიმან გუდს (21-5-1) გასულ თვეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მან არიელ ჰელვანისთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. გუდი არის პირველი მებრძოლი, რომელსაც COVID 19 დაუდგიგნდა.
34 წლის მებრძოლმა ინფექცია უკვე დაამარცხა და ამჯამად სრულად გამოჯანმრთელებულია. ნიუ ჯერსის მკვიდრმა ტესტი ბოლოს გასულ კვირას გაიკეთა.
ჰელვანისთან ინტერვიუს დროს გუდმა მის მდგომარეობსა და კორონავირუსზე ისაუბრა. მებრძოლის თქმით დააახლოებით 4 კვირის წინ მან თავი ძალიან სუსტად იგრძნო.მიუხედავად ამისა, მან სპარინგი მაინც გამართა. ამან კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. გუდის განცხადებით, მას სუნთქვის გართულებაც ჰქონდა და საკმაოდ უჩვეულოდ გრძნობდა თავს.
„ვე ვგრძნობდი, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა. მე ვიცი ჩემი მდგომარეობა, ცხოვრებაში უამრავი ტრავმა და ვირუსი გადამიტანია, მაგრამ ეს რაღაც განსხვავებული იყო. ამის შემდეგი მე და ჩემმა შეყვარებულმა კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარეთ და ორივეს დადებითი პასუხი მოგვივიდა. ყველა ჩემმა ახლობელმა და მწვრთნელმა ამის შესახებ იცოდა. ერთერთ მწვრთნელსაც მოგვიანებით COVID 19 დაუდგინდა. ამჟამად ისენი გამოჯანმრთელებულები არიან. თუმცა ჩემ სპარინგ პარტნიორ შეინ ბურგოსს ვირუსი არ გადაედო. სიმპტომების გამოვლინება, მაგალითად ხველა მოგვინებით დამეწყო. დაახლოებით 1 კვირაში. მე საავამდყოფოში დაწოლა არ დამჭირდა, აქედან გამომდინარე კარანტინი სახლში გადავიტანე“.