აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლი კარანტინს აპროტესტებს და დარბაზების გახსნას მოითხოვს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) მებრძოლი ანდერსონ დოს სანტოსი, რამდენიმე ათლეტთან ერთად სპორტ-დარბაზების გახსნასა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მოითხოვს.
ბრაზილიელმა საო პაოლოში საპროტესტო აქციაც კი გამართა. მონაწილეები ქალაქის მერ ჟოაო დორიასგან კანონში ცვლილების შეტანას და დარბაზების გახსნას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ საო პაოლოში სულ 12.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მთლიანად ბრაზილიაში კორონავიურისთ 3313 ადამიანი არის გარდაცვლილი. აქედან 1345 სწორედ საო პაოლოში.
დოს სანტოსი (20-8) ამჟამად საო პაოლოში შერეულ ორთაბრძოლების მწვრთნელია და სპორტსმენებს ავარჯიშებს.