აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლები რასიზმის წინააღმდეგ აქციას სპეციალური ვიდეომიმართვით შეუერთდნენ (ვიდეო)
ჯორჯ ფლოიდის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ამერიკის შეერთებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. დემონსტრაციები დღემდე არ წყდება.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა უამრავმა ადამიანმა ამ საზარელ ამბავთან დაკავშირებით ღიად გამოთქვა თავისი პროტესტი. ანალოგიურად მოიქცა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ბევრი მებრძოლი.
სპეციალურად ჩაწერილ ვიდეოში რასიზმს ისრაელ ადესანია, მაიკლ ბისპინგი, ანჯელა ჰილი, ბელალ მუჰამადი, როუზ ნამაიუნასი და სხვები ფიგურირებენ.