აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი 23 მაისის ქარდს ლას-ვეგასში გამართავს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) მაისში ოთხი ქარდის ჩატარებას გეგმავს. როგორც ცნობილია, სამ ღონისძიებას ჯექსონვილის არენა უმასპინძლებს. დანა ვაიტის თქმით, 23 მაისს UFC ლას-ვეგასში ინაცვლებს. http://si.com/-სთვის მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაციის პრეზიდენტმა მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენ ვბრუნდებით სახლში (ლას-ვეგასი). პარალელურად ჩავატარებთ საერთაშორისო ბრძოლებს კუნძულზე. ძირითადად ამ ორ ლოკაციაზე ვიმუშავებთ. უდიდესი რესურსი ჩაიდო იმისათვის, რომ უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. ჩვენთვის რა თქმა უნდა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ რომ გულშემატკივარს მიმდინარე კვირას ვუბრუნდებით. დაუღალავად ვშრომობთ, რომ ყველაფერმა ისე ჩაიაროს როგორც დაგეგმილი გვაქვს“, – განაცხადა ვაიტმა.