ჩელსის მეკარე კეპა არისაბალაგამ, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. როგორც კონფიდენსიალის (El Confidencial) ჟურნალისტი კიკე მარინი ამტკიცებს, 24 წლის ესპანელის გაყიდვით პირადად არის დაინტერესებული კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი.
რუს ოლიგარქს არ მოეწონა კეპას მოქმედება ინგლისის ლიგის თასის ფინალში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ: ესპანელმა უარი თქვა მოედნის დატოვებაზე, როცა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მისი შეცვლა გადაწყვიტა. მოგვიანებით, იტალიელმა სპეციალისტმა დაიცვა მეკარე, მაგრამ აბრამოვიჩმა მოითხოვა მისი გაყიდვა და შემცვლელის მოძებნა.
შეგახსენებთ, რომ კეპა ჩელსის მოთამაშე 2018 წლის აგვისტოში გახდა. ლონდონელებმა მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ სეზონში მან 38 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაუშვა.