აბელ ტრუხილიო დააკავეს
აბელ ტრუხილიო დააკავეს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილი მებრძოლი აბელ ტრუხილიო სკანდალში გაეხვა. ამერიკელი მებრძოლი არასრულწლოვანთან სექსლუალურ ექსპლუატაციის ბრალდებით დააკავეს.

საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დეტალები არ ხმაურდება. ტრუხილიოს პორნოგრაფიული ვიდეოს ფლობასა და გავრცელებას ედავებიან, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, თუ მებრძოლს სასჯელი დაუმტკიცდება, მას მინიმუმ ერთწლიან პატიმრობას მიუსჯიან და $1000 ჯარიმის გადახდას დააკისრებენ.

მაქსიმუმ კი მას შესაძლოა $100 000 ოდენობის ჯარიმა და 1.5-წლიანი პატიმრობა დაეკისროს. მომდევნო სასამართლო ხუთშაბათს, 18 ივლისს გაიმართება. 35 წლის მებრძოლი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) 2012-2017 წლებში ასპარეზობდა. მან 11 ბრძოლა გამართა, საიდანაც 7 მოიგო და 4 წააგო.