ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა გუშინ მახაჩკალის ერთერთ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს.
ექიმი, რომელიც აბდულმანაპ ნურმაგომედოვს კურნავს აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შერეული ორთაბრძოლების ცნობილ სპეციალისტს ტესტი კორონავირუსზეც ჩაუტარდა, თუმცა მას COVID 19 ჯერჯერობით არ დაუდგინდა. აბდულმანაპ ნურმაგომედოვი 57 წლის არის. რუსული მედია იუწყება, რომ მასთან შესვლა აკრძალული აქვს ყველას. ასევე ცნობილი ხდება, რომ სიცხე დაუდგინეს მებრძოლ შამილ ზავუროვსაც, რომელიც ნურმაგომედოვების ოჯახის ახლობელია. დაღესტნელი სპორტის კომენტატორი რამაზან რაბადანოვი აცხადებს, რომ აბდულმანაპმა თავი შეუძლოდ მთებში ყოფნის შემდეგ იგრძნო.
მიუხედავად იმისა, რომ ხაბიბის მამასთან არავინ დაიშვება, აბდულმანაპმა სააგენტო TASS-ის განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.