აბდულა ხაიბულაევი - საქართველოში თავს კარგად ვგრძნობ, წასვლაზე ჯერ არ ვფიქრობ #1TVSPORT
აბდულა ხაიბულაევი - საქართველოში თავს კარგად ვგრძნობ, წასვლაზე ჯერ არ ვფიქრობ #1TVSPORT

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის „საბახის“ მცველმა, აბდულა ხაიბულაევმა, რომელიც ამჟამად „სამტრედიაში“ იჯარით თამაშობს, „აზერისპორტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კლუბში დაბრუნებას არ აპირებს.

„რაც შეეხება „საბაჰში“ დაბრუნებას, აქ (საქართველოში) თავს კარგად ვგრძნობ, კარგად მექცევიან და პრობლემები არ მაქვს. ჩემი იჯარა „სამტრედიაში“ ზამთარში მთავრდება. ჯერ არ ვიცი, შემდეგ რა მოხდება“, – განაცხადა ხაიბულაევმა.

აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში „თელავთან“ (1:0) ბოლო წამზე გატანილი გოლით „სამტრედიას“ 3 ქულა მოუტანა. ინტერვიუში მან ამის შესახებაც ისაუბრა.

„ამ თამაშს ფავორიტი არ ჰყავდა. ორივე გუნდი იბრძოდა და გამარჯვება სურდა. სამი ქულა გვჭირდებოდა და მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე. რა თქმა უნდა, გვსურს ასევე გავაგრძელოთ. სატურნირო ცხრილში კარგ პოზიციაზე არ ვართ. ამიტომ, ახლა მთავარია გავიმარჯვოთ. ჩემს გოლში განსაკუთრებული არაფერი იყო, მეტოქისგან „საჩუქარი“ მივიღე და გამოვიყენე“, – აცხადებს ხაიბულაევი.